education cover

მოედანი

თბილისი, ავლაბარი
  • 2023
  • 57

„მოედანი“ არის სივრცე, სადაც ძველი და ახალი ტრადიციები ერთმანეთს შეხვდება.

საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციის მიხედვით, ამ სივრცეში უნდა იყოს, ძველი თბილისის ხასიათის და თანამედროვე საზოგადოების გადაკვეთა, როგორც არქიტექტურულ ასევე კულტურულ ნაწილში. სივრცე ურთიერთობებისთვის და ინსპირაციისთვის, მუშაობისთვის და განტვირთვისთვის.“მოედნის“ არქიტექტურა შთამბეჭდავი შერწყმაა ძველი და ახალი თბილისის: ვაჭრობა ,თანაცხოვრება, ურთიერთობები სხვადასხვა კუთხიდან, თუ ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებს შორის. ამ ადგილის ისტორიული მნიშვნელობა ჩვენსა და დამკვეთს შორის ურთიერთობისას მთავარი ხაზი აღმოჩნდა. ამ შესანიშნავი არქიტექტურის ინტერიერში გაგრძელება გადავწყვიტეთ. აგურის კედლები სახლში ძველ და თბილ გარემოს ქმნის, სადაც თანამედროვე შტრიხების ლამაზი შერწყმა, ერთობლივად დადებით ემოციას აღგიძრავს.“ლოფტს“ - როგორც სტილს, ნაკლებად ახასიათებს თბილი და მყუდრო გარემოს შეგრძნებები. ამ შემთხვევაში კი დამკვეთის გემოვნებამ და ადგილმდებარეობის მნიშვნელობამ, მოგვცა საშუალება ეს სტერეოტიპი დაგვემსხვრია და შეგვექმნა სახლი, რომელიც პირველი შეხედვისთანავე თბილ და დადების ემოციას იწვევს როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი გემოვნებიანი დამკვეთისთვის.

This site uses cookies to deliver services and in accordance with the privacy policy and cookies.You can specify the conditions for storage or access to cookies in your browser.